სამი არასრულწლოვანის ძებნა გრძელდება – მაშველებმა ავტომანქანა იპოვეს

მაშველები, რამდენიმე საათია მესტიის სოფელ ნაკრაში, სამ ახალგაზრდას ეძებენ, რომლებიც ავტომანქანით მდინარეში გუშინ დღის მეორე ნახევარში გადავარდნენ.
საძიებო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. საძიებო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ ნაკრადან ჭუბერში მაისობის დღესასწაულზე მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც მანქანა გზიდან მოცურდა და მდინარეში გადავარდა.




