ზუგდიდის მერია, სოციალურად დაუცველ 550 ოჯახს, სააღდგომო ნობათს გადასცემს

ზუგდიდის მერია, ტრადიციულად, 550 ოჯახს, სააღდგომო ნობათს გადასცემს.
სადღესასწაულო კალათები დედ-მამით ობოლ ბავშვებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცემათ.
კალათები 17 სხავადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს .
სააღდგომო ნობათის დარიგების პროცესს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი გოგოხია ადგილზე გაეცნენ.








