ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება

რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს, მერიის გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, საშეშე მერქანი გადაეცა.
საშეშე მერქანი ოჯახებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ გადასცა.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საშეშე მერქნის გადაცემა ეტაპობრივად მოხდება.




