ნიკოსეულ სასახლეს მსურველები ოთხშაბათობით უფასოდ დაათვალიერებენ

დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის კომპლექსში მდებარე ნიკოსეულ სასახლეს მსურველები ოთხშაბათობით უფასოდ დაათვალიერებენ. შესაბამის გადაწყვეტილებას სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს:
„გაცნობებთ, რომ ყოველ ოთხშაბათ დღეს, “უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში” 11:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით, ნებისმიერი ვიზიტორი უფასოდ შეძლებს საგამოფენო სივრცის დათვალიერებას.
ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება – ოთხშაბათობით დადიანების სასახლის წინ მდებარე პარკში არსებული კარიბჭე, ღია დახვდება სტუმრებს.“ – ნათქვამია სასახლის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.
ფოტო: shermazana




