დადიანების მუზეუმის დათვალიერება ოთხშაბათობით უფასოდ შეგეძლებათ

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წლის 1 მარტამდე, ყოველ ოთხშაბათს, დადიანების სასახლეთა მუზეუმის ორივე სასახლის საგამოფენო დარბაზების დათვალიერება უფასო იქნება ნებისმიერი ვიზიტორისთვის.
გარდა ამისა, ოთხშაბათობით მუზეუმის წინ მდებარე პარკში არსებული კარიბჭე სტუმრებს ღია დახვდება.
დედოფლისეული სასახლის სამუშაო დრო: 10:00 – 17:30
ნიკოსეული სასახლის სამუშაო დრო: 11:00 – 17:00



![დადიანების სასახლე ღამით [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/02/52494454_10213708272283074_369479711304187904_n.jpg)
