აფხაზეთიდან დევნილ პირებს რუხის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

აფხაზეთიდან დევნილ პირებს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 19 აპრილს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი პირები 10-მდე სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციურ ექიმ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლას და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევების უფასოდ ჩატარებას შეძლებენ.
დამატებით ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.



