Ზუგდიდში ავარია მოხდა – დაზიანდა სამი ავტომობილი

Ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ავარია მოხდა. Ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. Დაჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაცურდა, რასაც მესამე მანქანის დაზიანება მოყვა.
Არსებული ინფორმაციით, Შემთხვევის შედეგად, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს მგზავრებმა, თუმცა მათი კლინიკაში გადაყვანა არ გახდა საჭირო.
Შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები. Მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.




