უმძიმესი ავარია მესტიაში – გარდაცვლილია სამი ახალგაზრდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას მონაკვეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
სამივე გარდაცვლილის ცხედარს ამ დრომდე, მაშველები მაშველები ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც ცნობილია სამივე ახალგაზრდა ნაკრას მკვიდრია.




