ზუგდიდის ცენტრში საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა

Ხანძარი იყო Ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე. ცეცხლი საცხოვრებელი ბინის მესამე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ცეცხლი უკვე ჩააქრეს, დაშავებული არავინაა, დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები. Ცეცხლის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუხევრობა სახელდება. Ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.




