სოფელ ონარიაში ჯიქიების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

- ხანძარი იყო სოფელ ონარიაში. ცეცხლი ჯიქიების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ხანძრის სავარაუდო მიზეზად ადგილობრივები ძველ ელექტრო გაყვანილობას ასახელებენ.
“ხმაურზე გაგვეღვიძა, შიგნით არ შევსულვართ, გარედან წყლები დაგვქონდა. სახლში მხოლოდ დედა-შვილი ცხოვრობენ. ძიერი დაკვამლიანება იყო, რა დროსაც შილმა გაიღვიძა და დედა სახლიდან გამოიყვანა”, – განაცხადა მეზობელმა ცირა ხუფენიამ.
შემთხვევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ოჯახის ერთმა წევრმა. ადგილზე სახანძროს სამი ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.




