ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საკურა აყვავილდა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საკურა აყვავილდა, მცენარე ზუგდიდში 2021 წელს დარგეს. აკურა იაპონური წარმოშობის სიტყვაა და “ალუბლის ხეს” ნიშნავს.
საკურა – დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარეა. ყვავილობს გაზაფხულზე, ყვავილების შეფერილობა გრადირებს მუქი წითლიდან მკვეთრ-ვარდისფერამდე ან თეთრამდე.




