მაია კალანდია დარიკო არქანიას ენმ-ის ფრაქციიდან გარიცხვის მიზეზს განმარტავს

Ზუგდიდის საკრებულოში, ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე, მაია კალანდია განმარტავს იმ Მიზეზებს, რის გამოც ფრაქცია დაატივებინეს, მის მოადგილეს დარიკო არქანიას. Მაია კალანდიას განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დარიკო არქანია, არ იღებდა არანაირ მონაწილეობას ფრაქციის საქმიანობაში, რაც მისი განმარტებით, შინაგანა წესის უხეში დარღვევაა და შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
კითხვაზე ხომ არ უკავშირდება მისი ფრაქციიდან გარიცხვა, იმას, რომ არქანია, ანი წითლიძის კადრია და ლევან ხაბეიშვილის გუნდშია, კატეგორიულად უარყოფს მაია კალანდია და ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მის საქმიანობას ეხება.
„ფრაქციაში ჩემს სახელზე შემოვიდა 14 ადამიანი ხელმოწერა. Მე შემიძლია მოგცე ეს დოკუმენტი, სადაც ისინი კანონის, წესდების, ადგილობრივი ვითნმარველობის კოდექსის შესაბამისად აღნიშნავდნენ იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ულვე ერთი წელია დარიკო არქანიას საერთოდ არ არის ჩვენთან ურთიერთობაში და არღვევს ფრაქციის წესდებას. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უმრავლსეობამ მიიღო გადაწყვქეტილება, რომ დარიკო არქანიას, რომელიც ჩემი მეგობარიცაა, ახალგაზრდა მებრძოლია, მაგრამ იმისავის რომ გუნდთან ერთად იბრძოლო, გუნდთან ერთად უნდა იყო მინიმუმ და კანონიც არ უნდა დაარღვიო. ეს ხაბეიშვილის გუნდის მხარდაჭერას არ უკავშირდება, რადგან ხაბეიშვილის გუნდის 7 მხრდამჭერი დარჩა ფრაქციაში. ფრაქციის წესდების თანახმად დარიკო არქანიას გუნდთან ერად შეთანხმებით უნდა გაეკეთებინა განცხადებები, ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ფრაქცია არის კოლეგიალური ორგანო და მის საქმიანობასთან დაკავშირებით, მე პირადად ფრაქციის თავმჯდომარეს, ინფორმაციაც კი არ მქონდა, როცა ბრიფინგებს ატარებდა”, – განაცხადა მაია კალანდიამ.
20 თებერვალს, ზუგდიდის საკრექბულოში, ენმ-ს ფრაქციის წევრებმა, ვინც ნიკა მელიას ღიად უჭერს მხარს, ფრაქცია დაატოვებინეს თავმჯდომარის მოადგილეს დარიკო არქანიას, რომელიც ანი წითლიძის კადრია და ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრია. დარიკო არქანიას ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით, თუმცა მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. დარიკო არქანიას ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაცია გუშინ ექსკლუზიურად stv-მ გაავრცელა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საკრებულოში მელიას გუნდის წევრებმა წითლიძის კადრი ენმ-ის ფრაქციიდან გარიცხეს



