მაია კალანდია: ენმ ახლა ეკუთვნის ვანო მერაბიშვილს

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, მაია კალანდია, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პარტია არ ეკუთვნის და ის ახლა ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის ხელშია.
სააკაშვილს კავშირი პარტიის ამჟამინდელ მენეჯმენტთან კავშირი არ აქვს.
„თუ მიშა სააკაშვილი მართავს პარტიას, მაშინ რა უნდოდოა ახალ მენეჯმენტს კვიპროსში კეზერაშვილთან“ – განაცხადა მაია კალანდიამ „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წევრიდან 14-მა დატოვა.
ამავე თემაზე:
სააკაშვილი ზუგდიდის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე: ენმ-ს ეს გზა უნდა გაევლო
ზუგდიდში ენმ 17-მა ადგილობრივმა ლიდერმა დატოვა
ანა წითლიძე: მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ



