მაია კალანდია: პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ანი წითლიძეს ვაკისრებ

ვაკისრებ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას – ამის შესახებ მაია კალანდიამ დიანა ტრაპაიძის გადაცემაში ჩართვის დროს ისაუბრა.
ის ასევე ეხმაურება ანა წითლიძის განცხადებას, რომ პარტიიდან წასულმა ადამიანებმა საკრებულოს მანდატებიც დატოვონ: ,,ანი წითლიძეს როგორ შეუძლია ჰქონდეს ჩვენთან პრეტენზია, რომ ჩვენ დავტოვოთ საკრებულო?” – აცხადებს მაია კალანდია და არ აპირებს წითლიძის ეს მოწოდება შეასრულოს, მას არგუმენტად პარლკამენტში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების მიერ პარტიის დატროვება და საკრებულოში დარჩენა მოჰყავს.
„თუ ეს ადამინები არიან გულწრფელები მათ უნდა დატოვონ მანდატები, კომისიები, ისინი 4 კომისიის თავმჯდომარეები არიან, და უფრო მეტი ხელფასი აქვთ ვიდრე პარლამენტის დეპუტატებს, უნდა დატოვონ მათ შორის საკრებულოს 2 თავმჯდომარის მაოდგილის პოზიცია, იმიტომ რომ მათთვის კი არ მიუციათ ხმა ამომრჩეველს, ამომრცეველმა ხმა მისცა მიხეილ სააკაშვილს და არა რომელიმე მათგანს და როცა სხვას ვეძახით მანდატის ქურდებს, მათი წასვლა ამ ფორმით არის ღალატი და მანდატის არდატოვება არის მანდატის ქურდობა.“ – განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წევრიდან 14-მა დატოვა.
ამავე თემაზე:
მაია კალანდია: ენმ ახლა ეკუთვნის ვანო მერაბიშვილს
სააკაშვილი ზუგდიდის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე: ენმ-ს ეს გზა უნდა გაევლო
ზუგდიდში ენმ 17-მა ადგილობრივმა ლიდერმა დატოვა
ანა წითლიძე: მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ




