ანა წითლიძე პარტიიდან წასულებზე: ეს არის ღალატი, ისინი მანდატის ქურდები არიან

„მიხეილ სააკაშვილმა არ იცის რა ხდება პარტიაში და მაია კალანდიამ და ზუგდიდში კახა ჩანგელიამ იციან?“ – ასე ეხმაურება ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი მაია კალანდიას განცხადებას, რომ პარტიაში მიმდინარე საკითხებზე მიხეილ სააკაშვილი ინფორმაციას არ ფლობს.
ანა წითლიძემ დიანა ტრაპაიძის გადაცემაში ჩართვის დროს მის ყოფილ თანაგუნდელების დღევანდელ ქმედებას ღალატი და ხოლო პარტიიდან წასულ ყოფილ წევრებს მორალატეები უწოდა. წითლიძემ დღევანდელი დრე მისთვის ყველაზე მტკივნეულ დღედ შეაფასა.
„მაია კალანდია 2016 წელს მოვიდა პარტიაში და ჩემი დიდი წვლილია მისი პარტიაში მოყვანა… წასულების მხრიდან მიშას არ ახსენებ არის პოზა და ეს პოზაა არის დროებითი, მათი დღევანდელი გადაწყვეტილება ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტის პარტიიდან წასვლა არის ღალატი.“ – განაცხადა წითლიძემ.
„თუ ეს ადამინები არიან გულწრფელები მათ უნდა დატოვონ მანდატები, კომისიები, ისინი 4 კომისიის თავმჯდომარეები არიან, და უფრო მეტი ხელფასი აქვთ ვიდრე პარლამენტის დეპუტატებს, უნდა დატოვონ მათ შორის საკრებულოს 2 თავმჯდომარის მაოდგილის პოზიცია, იმიტომ რომ მათთვის კი არ მიუციათ ხმა ამომრჩეველს, ამომრცეველმა ხმა მისცა მიხეილ სააკაშვილს და არა რომელიმე მათგანს და როცა სხვას ვეძახით მანდატის ქურდებს, მათი წასვლა ამ ფორმით არის ღალატი და მანდატის არდატოვება არის მანდატის ქურდობა… მაია კალანდია ვერ მოიგებდა ვერც განმუხურს და ვერც ანაკლიას და ვერ იქნებოდა მაჟორიტარი დეპუტატი, რომ არა მიხეილ სააკაშვილი“ – განაცხადა ანა წითლიძემ.
თავად მაია კალანდია საკრებულოდან წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეს არავის გადასაწყვეტი არაა.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წევრიდან 14-მა დატოვა.
ამავე თემაზე:
მაია კალანდია: პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ანი წითლიძეს ვაკისრებ
მაია კალანდია: ენმ ახლა ეკუთვნის ვანო მერაბიშვილს
სააკაშვილი ზუგდიდის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე: ენმ-ს ეს გზა უნდა გაევლო
ზუგდიდში ენმ 17-მა ადგილობრივმა ლიდერმა დატოვა
ანა წითლიძე: მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ
მსგავსი სიახლეები

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციას: აი, ღალატი თუ რამეა, ეს არის ღია ღალატი. დღეს ღილაკებს რომ მიაჭერთ ხელს, თქვენ დააფიქსირებთ, რომ თქვენ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის გეგმა, „ნაცმოძრაობა“ დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ


