„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს და საერთო კრებებს დღეს სოფელ მუხურში, ზუმში, თაიასა და ნაფიჩხოვოში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის წარმომადგენლებთან და სკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო.
აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, სკვერების , სანიაღვრე არხების, საუბნო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ხვალ, 6 თებერვალს, ხაბუმეში, ჭოღაში, გარახასა და ნაკიანში გაიმართება.




