ფოთის მერი: „ფოთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აგრძელებს ზრუნვას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“

ქალაქ ფოთში, ნაბადის უბანში, N-8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში განახლდება შენობის ფასადი, სკოლის შიდა ინტერიერი-საკლასო ოთახები, დერეფნები, სამასწავლებლო, სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოეწყობა სკოლის ეზო. სამუშაოების შესაბამისად გამოიცვალა შენობის სახურავი.
სექტებრიდან, ახალი სასწავლო პროცესი სრულიად განახლებულ გარემოში დაიწყება.
„ფოთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აგრძელებს ზრუნვას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რადგან ფოთელმა მოსწავლეებმა განათლება უფრო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღონ“- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
N 8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინიტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ჩვენი გუნდი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აგრძელებს ზრუნვას ქალაქში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“

ფოთის მერი: „ახალი სივრცეების შექმნასთან ერთად, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა და გაუმჯობესება“


