ფოთის პორტის ისტორიაში ყველაზე დიდი გემი შევიდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში, 216 მეტრის სიგრძის გემი შევიდა. როგორც STV-ს ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის APM Terminals-ში განუცხადეს, ეს ყველაზე დიდი საკონტეინერო გემია მათ შორის, რაც პორტს აქამდე მიუღია.
გემი, სახელწოდებით, MSC EDITH II ფოთში თურქეთიდან შევიდა. Მისი სიგანე 27 მეტრია. საკონტეინერო გემი დატვირთულია 2251 TEU მოცულობის სხვადასხვა დანიშნულების საქონელით.
ცნობისთვის, APM Terminals-მა, გასული წლის განმავლობაში 592,589 ერთეული კონტეინერი (TEU) მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 234,732 კონტეინერით მეტია და პორტისთვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ფოთის საზღვაო ნავსადგური ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში და მას მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს, გადაამუშავებს რა საკონტეინერო, თხევად, მშრალ, ნაყარ ტვირთებს და ემსახურება საბორნე მიმოსვლას. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული და გადის 17 კმ-იანი სარკინიგზო ხაზი.




