სენაკში ბანკის ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის სასამართლო დღეს გაიმართება

Საქართველოს ბანკის სენაკის ფილიალში, ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. Აღმკვეთ ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
Გამოძიება დაკავებულს ყაჩაღობას ედავება. გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს და მას სენაკის პოლიცია აწარმოებს. Როგორც ცნობილია, დაკავებული ბრალს აღიარებს.
Ყაჩაღობის ფაქტი, 26 იანვარს, სენაკში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის სერვისცენტრში მოხდა. Ნიღბიანი მამაკაცი ცივი იარაის გამოყენებით, ბანკში შეიჭრა და გარკვეული თანხა გაიტაცა. Პოლიციამ, Მამაკაცი, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში, ბანკის მიმდებარედ დააკავა.




