„სადილი ზუგდიდში – იატორია თეფშზე“ – მეგრულ გასტრონომიაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

“სადილი ზუგდიდში – იატორია თეფშზე” – მეგრულ გასტრონომიაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
ზუგდიდის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით, ბლოგერებისა და ინფლუენსერების ხელშეწყობის კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა.
დოკუმენტური საიმიჯო ფილმის „სადილი ზუგდიდში – ისტორია თეფშზე / “Dinner in Zugdidi – History on a plate“ გადაღებისა და მომზადებისათვის დაფინანსება მოიპოვა კულტუროლოგმა, ტელეწამყვანმა, “ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმის” დამფუძნებელმა ესმა კუნჭულიამ.
გამარჯვებული პროექტის მიზანია, რეალურ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, ზუგდიდისა და მთლიანად რეგიონის მდიდარი გასტრონომიული კულტურის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.
გამარჯვებული, საკონკურსო კომისიამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა.
კონკურსი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ააიპ ქრიეითივ სპარკთან თანამშრომლობით, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში.




