მესტიამ ფესტივალ გიზ-გიზს უმასპინძლა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს. ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები.
„გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ. „გიზ-გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობს. მესტიაში „გიზ-გიზი“ Freeride World Tour – ის პერიოდში მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება.
„ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს ზამთრის სეზონი, აღნიშნულ ფესტივალ “გიზ-გიზში“ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მეწარმეები. ორი დღის განმავლობაში იქნება გაშენებული სოფელი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას და დროის გატარებას .“- აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„მნიშვნელოვანია სვანეთისთვის ასეთი ღონისძიებები , ყოველთვის მოტივირებულები ვართ და ველოდებით ამ ფესტივალს“- თამარ ფარჯიანი. „ფესტივალები გვეხმარება როგორც მეწარმეებს გავაცნოთ ჩვენი კულტურა , რომ განვითარდეს როგორც ტურიზმი, ასევე კურორტების განვითარება“- აცხადებს ანა ფალიანი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.




![მარტვილმა „ღვინის დრეებს“ უმასპინძლა [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2023/10/391746282_701516238670400_5065150854912085666_n-960x640.jpg)