სვანეთში, სოფელ ეცერში ავტოავარიას 2 ძმა ემსხვერპლა

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი ძმა ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილები, რითაც ახალგაზრდები მგზავრობდნენ მდინარეში გადავარდა. მაშველებმა მათი ცხედრები შემთხვევის მიმდებარედ იპოვეს. ავარია ეცერის მონაკვეთთან რამდენიმე საათის წინ მოხდა.




