აბაშიში სოფელ მარანთან ავტოავარიას ტურისტი ემსხვერპლა

აბაშაში მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან, თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. STV-ს ინფორმაციით გარდაცვლილი უცხოეთის მოქალქეა. დაშავებული არიან მიკროავტობუსისა და მსუბუქი მანქანის მძღოლები, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ავტომობილში მსხდომმა სხვა მგზავრებმაც.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.



