ირაკლი ხახუბია – მთელი საქართველო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და წარმატებას

- “რა თქმა უნდა თავის დაცვის პოზიციაში არიან, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავენ თუ რა სიტუაციაა ქალაქში, არის სიმშვიდე და იმასაც ამჩნევენ და ატყობენ, რომ მთელი საქართველო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და წარმატებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია აცხადებს.
მისი თქმით, სამეგრელოში 26-ე მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება. „შემოვიარე სამივე ქალაქი – ფოთი, ხობი, სენაკი ძალიან მშვიდ სიტუაციაში მიმდინარეობს არჩევნები, არავითარი დაძაბულობა არ შეინიშნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია, გუნდი და მაჟორიტარი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – აცხადებს ირაკლი ხახუბია.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ასევე, თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი – ომი და უბედურება

ირაკლი ღარიბაშვილი: კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ეს საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დატრიალდა შოვში და მთელი საქართველო შეძრა


