ირაკლი ჩიქოვანი: ახალგაზრდებთან ერთად შევიკრიბებით, მოვახდენთ იდეების გენერირებას და ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავხადოთ ზუგდიდი კიდევ უფრო უკეთესი

- ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცე გახსნა, სადაც კანდიდიატი ახალგაზრდებთან ერთად შეიკრიბებდა და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელებს:
,,დღის ბოლოს, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდული სივრცე გავხსენით. შეხვედრების შემდეგ საღამოობით ახალგაზრდებთან ერთად შევიკრიბებით და ერთად მოვახდენთ იდეების გენერირებას, ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავხადოთ ზუგდიდი კიდევ უფრო უკეთესი. ამ ქალაქს ძალიან ნიჭიერი, განათლებული, მონდომებული და ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდები ჰყავს. გელოდებით ყველას ჩვენს ახალგაზრდულ სივრცეში რუსთაველის, N61-ში“ – წერს ჩიქოვანი ფეისბუქისოფიციალურ გვერდზე.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი საკუთარი სახლია, სადაც ნაცნობია ყველა პრობლემა, მაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რა გზით გავაძლიერო ქალაქი, როგორ უნდა მოვახდინოთ მისი კიდევ უფრო მეტი განახლება


