ბაჩო ახალაიას გუნდის წევრები ამ წუთებში ორსანტიაში იკრიბებიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას მრჩეველი და მისი თანამოაზრე, აფხაზეთიდან დევნილი გივი ბულია აქტიურობს. მას ოპოზიციის სასარგებლოდ ხმის მისაცემად, მოქალაქეები საარჩევნო უბნებამდე გადაჰყავს.
ახალაიას ყოფილი მრჩევლის მხრიდან ადგილი აქვს მოქალაქეების დაშინებასაც. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სოფელში, მერიის წარმომადგენელს, გელა ლემონჯავასაც.
გივი ბულია ნისანის მარკის ავტომანქანით, სახ. ნომრით AD 424 DA, გადაადგილდება.
ბაჩო ახალაიას გუნდის წევრები ამ წუთებში ორსანტიაში იკრიბებიან.




