აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ხმის მიცემის კაბინაში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.



