მესტიის საარჩევნო ოლქში, პრეზიდენტის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა

მესტიის საარჩევნო ოლქში პრეზიდენტის არჩევნებში წინასწარი მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მას 56,52% აქვს, რაც 2 485 ხმაა.
მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა – 20,92% – 920 ხმა.
მესამე პოზიციაზეა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე – 14,53% – 639 ხმა.
რაც შეეხება მონაცემს ქვეყნის მასშტაბით, ხმების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. მას 38,66% აქვს – 61 4964. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 37,7% – 599 662.




