წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო ოლქში, პირველადი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. უკვე დათვლილი 107-ვე უბანი, რომელთაგან ვაშაძემ 93-ში გამარჯვების მოპოვება შეძლო, 14 უბანზე კი სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების უმრავლესობა.
კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა ჟურნალისტებთან ოლქში, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა არ დაასახელა.
“მონაცემებს ვერ გამოვაცხადებ, რადგან ეს არაა მუნიციპალური არჩვენები და ცესკო დადებს ერთ საერთო შედეგს. შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ვებ-გვერდზე”, – გვითხრა მესხმა.
სულ 120 616 ამომრჩევლიდან ხმა 48 717-მა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 40, 39 %-ია. მესხის ინფორმაციით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, სულ პროცედურული 17 დარღვევა დაფიქსირდა, რომელიც, როგორც მესხი განმარტავს, კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ მოახდენს.




