მერაბ ქვარაია – “ნაციონალური მოძრაობა” მიზანმიმართულ პროვოკაციაზე მიდის

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ “ქართული ოცნების” საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე ბრიფინგი გამართა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ. გთავაზობთ მერაბ ქვარაიას განცხადებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონალურმა კოორდინატორმა მურთაზ ზოდელავამ სოფელ ჭითაწყარსა და რიყეს საარჩევნო უბნის მიმდებარედ სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხია. მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ის პლაკატების ჩამოხსნას ყველა უბანთან აპირებს, რითაც ნაციონალური მოძრაობა მიდის პროვოკაციაზე და აღვივებს მხარდამჭერებს შორის შუღლს.
ის განგებ ჩადის კანონდარღვევას და აზიანებს მოწინააღმდეგე მხარის სააგიტაციო მასალას, რაც მიზანმიმართულად პროვოკაციაზე წასვლაა. საარჩევნო აგიტაცია, მათ შორის პლაკატების გამოკვრა, საარჩევნო დღეს უბნის მიმდებარედ, გარდა კენჭისყრის შენობისა არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას”-აცხადებს მერაბ ქვარაია.




