სალომე ზურაბიშვილი – მე ვიქნები დამოუკიდებელი და თავისუფალი პრეზიდენტი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ზურაბიშვილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების სახლში ადგილობრივებს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა გამარჯვების შემთხვევაში იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რომელსაც ხელისუფლებასთან ექნება კონსტრუქციული დამოკიდებულება რათა საერთო საქმე კარგად გაკეთდეს და ქვეყანა განვითარდეს.
,,მე ვიქნები დამოუკიდებელი და თავისუფალი პრეზიდენტი, ასეთი ვიყავი ადრეც, ახლაც ასეთი ვარ და შემდეგშიც ასეთი ვიქნები. მე ვარ ქართული ოცნების მადლობელი რათა მხარდაჭერა გამომიცხადეს. ჩვენ ერთად გავაკრთებთ დიდ საქმეს და ჩემი დამოკიდებულება იქნება ხელისუფლებასფან კონსტრუქციული, რათა საერთო საქმე კარგად გაკეთდეს”- გსნაცხადა ზურაბიშვილმა




