სალომე ზურაბიშვილი მარტვილის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მარტვილის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მოსახლეობას შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, მან მოსახლეობას ის სამი ძირითადი თემა შესთავაზა, რასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში განახორციელებს.
,,ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და რისთვისაც მოვდივარ როგორც პრეზიდენტი – ესაა ქვეყნის გაერთიანება შიგნიდან, ანუ დაპირისპირებების დასრულება, ქვეყნის განვითარება ყველა იმ კუთხით რახ პრეზიდენტს შეუძლია და სხვადასხვა კატეგორიების დაცულობა. ასევე ინიციატივების აღება ხელში და ბოლოს გამთლიანება,რაც განპირობებულია ქვეყნის განვითარებით,”_ განაცხადა ზურაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა


