ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.
ელისაშვილმა დანაშაული სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ აღიარა და აღიარა ისიც, რომ მოქმედებდა წინასწარ გაწერილი გეგმით. მისი განცხადებით, ნანობს, რომ ოპერატიულად ვერ იმოქმედა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.




