stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

გივი მიქანაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორთა 99%-მა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ უმაღლესი განათლების აღნიშნული რეფორმა არის მნიშვნელოვანი, საჭირო და მისი განხორციელება აუცილებელია

01.12.2025 / 1 დეკემბერი / 01.12.2025
გივი მიქანაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორთა 99%-მა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ უმაღლესი განათლების აღნიშნული რეფორმა არის მნიშვნელოვანი, საჭირო და მისი განხორციელება აუცილებელია

„უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორთა 99%-მა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, საჭირო რეფორმა და მისი განხორციელება აუცილებელია. უნივერსიტეტების რექტორების მსგავსად, რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულობის სრული მზაობა გამოთქვეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმაც“, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, კონცეფციის საზოგადოებისთვის წარდგენის დღიდან დოკუმენტი საჯაროდ არის გამოქვეყნებული და მასზე ხელი ყველა დაინტერესებულ პირს მიუწვდება.

„დოკუმენტის გასაჯაროებასთან ერთად, ჩვენ გავმართეთ შეხვედრები სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, სადაც სამ საათზე მეტი დროის განმავლობაში დეტალურად განვიხილავდით კონცეფციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულ შეხვედრაზე რექტორთა ყველა შეკითხვას გაეცა არგუმენტირებული პასუხი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა რეფორმის განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

„შემდეგი სასწავლო წლის დაწყებამდე, ეროვნული გამოცდების კონტექსტიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კონცეფციის დოკუმენტის საფუძველზე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების პირველი ეტაპი განხორციელდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ, კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

მიმდინარე კვირას, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, დაჩქარებული წესით განხილვისა და დამტკიცების მიზნით, ცვლილებების პაკეტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც თავის მხრივ მომავალ სასესიო კვირას აღნიშნულ ცვლილებებს განიხილავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

წინა პოსტი

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

შემდეგი პოსტი

ბესიკ კუსიდი სენაკის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

ირაკლი ჩიქოვანი: სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ეწოდება „ევროპული სახელმწიფო“ არის ამბიციური და მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი სახელმწიფოსთვის

ირაკლი ჩიქოვანი: სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ეწოდება „ევროპული სახელმწიფო“ არის ამბიციური და მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი სახელმწიფოსთვის