ჯორჯო არმანი გარდაიცვალა

იტალიელი დიზაინერი ჯორჯო არმანი გარდაიცვალა. არმანი 91 წლის იყო.
ინფორმაცია მისმა კომპანიამ გაავრცელ: „უსაზღვრო მწუხარებით, არმანის ჯგუფი აცხადებს მისი შემქმნელისა და დამფუძნებლის გარდაცვალების შესახებ. ბატონი არმანი, როგორც მას ყოველთვის პატივისცემითა და აღფრთოვანებით მიმართავდნენ თანამშრომლები და კოლეგები, მშვიდად გარდაიცვალა, ახლობლების გარემოცვაში. ის დაუსვენებლად მუშაობდა უკანასკნელ დღეებამდე“.




