ენმ-ს მუქარა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელის განხილვის ფონზე
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში ენმ-ს სამი სარჩელი განიხილეს. სარჩელები შეეხებოდა უბნებზე კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის არჩევას. ენმ-ს წარმომადგენელი აცხადებდა რომ უბნებზე მათი არჩევა ე.წ. ბეიჯების გარეშე მოხდა.
როგორც ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განმარტა, ენმ ითხოვდა 22-ე, 82-ე, და 25-ე უბბნებზე კენჭისყრის შედეგების გაუქმებას და ამ უბნებზე ხელმძღვანელი პირების ხელახლა არჩევას. მისივე თქმით, ბეიჯის არქონა არ წარმოადგენს ამ შედეგების გაუქმების საფუძველს ამიტომ არ დაკმაყოფილდა.
ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის მტკიცებით კი, ზუგდიდის საოლქო გასცდა ყველანაირ სამართლებრივ საზღვარს და პირადად მირანდა მესხს სასამართლოს წინაშე მოუწევს პასუხისგება ჩადენილი დანაშაულებისთვის.




