დე ფაქტო აფხაზეთი დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება (ვიდეო)
ხვალ, 30 სექტემბერს დე ფაქტო აფხაზეთი დამოუკიდებლობის 25 წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავს. როგორც აფხაზური მედია იტყობინება, საიუბილეო თარიღი აფხაზეთში სამხედრო აღლუმითა და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.
ერთი დღით ადრე გადაკეტილია სოხუმში თავისუფლების მოედანი, სადაც 1993 წელს ჟიული შართავა და მისი თანმხლები პირები დახვრიტეს.
აფხაზეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის რეპეტიციის ამხახველ კადრებს აფხაზური მედია ავრცელებს.



