პაატა ქარდავას საქმე საგამოძიებო კომისიაზე [სრული ვიდეო]
![პაატა ქარდავას საქმე საგამოძიებო კომისიაზე [სრული ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2025/06/ჰლკ-960x536.png)
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე პაატა ქარდავას შვილი და მეუღლე გამოკითხა.
კომისიას, 2008 წელს პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეზე, ახსნა-განმარტება მისმა შვილმა ქრისტინე ქარდავამ და მეუღლემ, ელისო სართანიამ მისცეს.
როგორც ქრისტინე ქარდავამ განაცხადა, 2008 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერი პაატა ქარდავა ზუგდიდიდან გაიტაცეს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს, რომან შამათავას გადასცეს.
მისივე თქმით, რომან შამათავა „აბსურდის აღიარების მოთხოვნით“ პაატა ქარდავას ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ ბათუმში, ნავით ზღვაში გაიყვანა, მოკლა, ცხედარს ბეტონის ფილები მიამაგრა და ზღვაში ჩაუშვა.
ქრისტინე ქარდავას განცხადებით, ოჯახმა ხელისუფლების შეცლამდე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. მისივე თქმით, მათ ეუბნებოდნენ, რომ პაატა ქარდავა აფხაზეთში იყო გადასული და ამ ვერსიის გასამყარებლად ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, კვალის არევის მიზნით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დატოვეს.
მისივე თქმით, დახმარებისთვის მათ ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ქრისტინე ქარდავას მოსაზრებით, პაატა ქარდავას მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ მან, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, „რაღაც იცოდა“.
მსგავსი სიახლეები
![მოკლული დავით ცინდელიანის დედა: სააკაშვილი თავზე ლაფს გვასხამდა [თამარ არღვლიანი საგამოძიებო კომისიაში – სრული ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2025/06/1-2-960x540.jpg)
მოკლული დავით ცინდელიანის დედა: სააკაშვილი თავზე ლაფს გვასხამდა [თამარ არღვლიანი საგამოძიებო კომისიაში – სრული ვიდეო]
ზუგდიდელი ბიზნესმენი მეგის ქარდავას მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს [ვიდეო]


