საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანებს, რეგიონებში გაანაწილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი განაახლა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა.
ახალი სახანძრო ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თემურ მღებრიშვილმა დაათვალიერა და მათ ფუნქციურ და ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად გაეცნო.
აღნიშნული მანქანები სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი და განკუთვნილია, როგორც ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, ადაპტირებულია ურბანულ ხანძრებზეც. ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას.
მსგავსი სიახლეები

მთამსვლელის დაღუპვასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

ბუკიას ქუჩაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს


