საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სტიქიის ზონაში დრონების გამოყენება, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან ეს საფრთხის შემცველია იქ მომუშავე ვერტმფრენებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სტიქიის ზონაში დრონების გამოყენება, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან ეს საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის.
„ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

შს მინისტრის მოადგილეები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი დაკარგულთა ოჯახებთან ერთად სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ. ფოტოგალერეა

მთამსვლელის დაღუპვასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს


