ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაში რებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში რამშტაინის ფორმატში გამართულ რიგით 27-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გახსნეს. სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.
რამშტაინის ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.
მსგავსი სიახლეები

შეხვედრები ევროპელ ლიდრებთან – რას წერს ირაკლი ჩიქოვანი ევროპაში გამართულ შეხვედრებზე

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის ვიზიტზე: გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას


