13 აპრილს ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ინფორმაციით:
„13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




