დღეიდან 11 აპრილამდე წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეიდან 11 აპრილამდე საქართველოში იწვიმებს, ზოგან ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი, მაღალ მთაში შესაძლოა მოთოვოს კიდეც, სინოპტიკოსები ასევე ვარაუდობენ დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება.




