stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

,,ხაზარაძე და ჯაფარიძე უკვე დაეთანხმნენ, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა” – ბექა ძამაშვილი

10.03.2025 / 10 მარტი 2025
,,ხაზარაძე და ჯაფარიძე უკვე დაეთანხმნენ, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა” – ბექა ძამაშვილი

იურიდიულად, უკვე შეიძლება ითქვას, ხაზარაძე და ჯაფარიძე დაეთანხმნენ საერთაშორისო სასამართლოს შეფასებას და იმ მოცემულობას, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის საქმის ფარგლებში მომჩივნები სახელმწიფოს აბრალებდნენ, თითქოს ანაკლიის პორტი ვერ აშენდა სახელმწიფოს ბრალეულობით და ამისთვის კომპენსაციის სახით ბიუჯეტიდან დაახლოებით ოთხი მილიარდი ლარის თანხის გადახდას ითხოვდნენ.

„თუმცა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიციები, არგუმენტები, მტკიცებულებები და დაადგინა, რომ ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალეულობით. მათ ვერ მოიძიეს სათანადო ფინანსური რესურსი და სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, სახელმწიფომ არაერთხელ გადაუწია ვადა პროექტის განხორციელებისთვის და, საბოლოოდ, მათივე ბრალეულობით ეს ვერ განხორციელდა. რაც შეეხება უკვე ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მომჩივნების პოზიციას, აქ არის მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ ისინი, ფაქტობრივად, დღეს უკვე ეთანხმებიან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რეალობას, რომ მათი ბრალეულობის გამო ვერ აშენდა პორტი, რადგან მათ ჰქონდათ სამართლებრივი საშუალება, ეს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინათ. არსებობს ასეთი, ერთგვარი ანულირების პროცედურა, რაც მათ არ გამოიყენეს. შესაბამისად, დაკისრებული დაახლოებით ორი მილიონი ლარის ოდენობის თანხაც მათ გადაიხადეს. შესაბამისად, იურიდიულად, უკვე შეიძლება, ითქვას, რომ ისინი დაეთანხმნენ საერთაშორისო სასამართლოს შეფასებას და იმ მოცემულობას, რომ პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა“,- განაცხადა ძამაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არ იყო მხოლოდ სამართლებრივი დავა, რადგან, როგორც ძამაშვილი აცხადებს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დავაში პოლიტიკის შეტანა სცადეს.

ძამაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ამ დავის სრული მოგებით სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები აიცილა.

„რაც შეეხება საქმის მნიშვნელობას, ეს არ იყო მხოლოდ სამართლებრივი დავა, რადგან თვითონ მომჩივნებმა სცადეს ამ დავაში პოლიტიკის შემოტანა. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოსდა სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლა პოლიტიკური მოტივებით ხორციელდებოდა. გარდა სამართლებრივისა, ამ საქმეს ჰქონდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მხარეც, რადგან გადაწყვეტილება გამოვიდა არჩევნების წინ სულ რამდენიმე თვით ადრე. თუნდაც ერთ პატარა ნაწილში ეს დავა სახელმწიფოს რომ წაეგო, ამას მოჰყვებოდა, დიდი ალბათობით, გარკვეული პოლიტიკური რყევები და ოთხი მილიარდის კომპენსაციის გადახდა. ყველასთვის ბუნებრივია, ეს რამხელა ფინანსურ-ეკონომიკური ტვირთი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ამ საქმეს, გარდა სამართლებრივისა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მდგენელი ჰქონდა და სახელმწიფომ ამ დავის სრული მოგებით სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები ერთიანად აიცილა“,- განაცხადა ძამაშვილმა.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და როგორც 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის იმჟამინდელმა მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

წინა პოსტი

შალვა პაპუაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძემ თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან

შემდეგი პოსტი

„ბედნიერების ფონდი“ ახალ სასწავლო კურსს იწყებს – (გა)მართე გზა მიზნის რეალიზაციისა და წარმატებისკენ!

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ხაზარაძე: ანაკლიის პორტი ქართველი ხალხისაა და აშენების შემდეგ, სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების თანახმად, მას უბრუნდება

ხაზარაძე: ანაკლიის პორტი ქართველი ხალხისაა და აშენების შემდეგ, სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების თანახმად, მას უბრუნდება

შალვა პაპუაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძემ თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან

შალვა პაპუაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძემ თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან

ირაკლი კობახიძე: არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი

ირაკლი კობახიძე: არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი