stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

შალვა პაპუაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძემ თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან

10.03.2025 / 10 მარტი / 10.03.2025
შალვა პაპუაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძემ თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან

ხაზარაძე-ჯაფარიძემ თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან, თაღლითობის ამაზე მეტი აღიარება მე არ გამიგია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დადასტურდა, რომ ანაკლიის პროექტი მთლიანად იყო თაღლითობა და რომ სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს.

„როგორ არ უნდა აღიარონ ის, რაც ნათელია? ჩვენ გვახსოვს ეს პერიპეტიები და ესეც კარგი გაკვეთილია, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო. ის, რომ ვინ ედგა გვერდში მაშინ, ვინ აქეზებდა, ვინ უჭერდა მხარს, რომელი ლობისტური ჯგუფები იყვნენ, რომელი ხელისუფლებები იყვნენ ხანდახან ჩართული ამ ყველაფერში. გავიდა დრო და კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველაფერი საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით. ეს იყო თაღლითური სქემა წაუგებელი ბიზნესის, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შემუშავებული. ამ პროექტში, სადაც მათ სახელმწიფომ ყველანაირად ხელი შეუწყო, რამდენჯერმე გადაუვადა, ფიქრობდა რა სახელმწიფო, რომ მათ, შეიძლება, ჰქონდათ გარკვეული ობიექტური სირთულეები, საბოლოო ჯამში კი, გაირკვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითობა. იცით, რომ ისინი ნასამართლევი არიან თაღლითობაზე, ამიტომ გასაგებია, რომ მათი ქცევის სტილია თაღლითობა, ხედავთ, რომ პოლიტიკაშიც ზუსტად ასე იქცევიან.

გახსოვთ, რას ითხოვდნენ, რომ ჰქონოდათ წაუგებელი ბიზნესი. ანუ თუ არ იქნებოდა მომგებიანი, ხალხს, საქართველოს მოსახლეობას გადაეხადა, შეევსო თანხა, რათა მოგებაში ყოფილიყო მამუკა ხაზარაძე. ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან უნდა მიგვეცა მამუკა ხაზარაძისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მათი მიმდევარი, „ლელოს“ წვრილ-წვრილი თანამშრომლებისთვის, რათა ჰქონოდათ მომგებიანი ბიზნესი. ამაზე უარი რომ მიიღეს, ამის შემდეგ დაიწყეს დავა და მოითხოვეს მილიარდ-ნახევარი ისევ ხალხისგან და ბიუჯეტისგან. წააგეს ყველა ინსტანცია საქართველოში და ბოლოს არბიტრაჟმა, სადაც თავიანთი მოსამართლეები ჰყავდათ დანიშნული, გაამტყუნა ხაზარაძეც და ჯაფარიძეც. როგორც იცით, არბიტრაჟი არის ისეთი ინსტიტუცია, სადაც მხარეები თვითონ ნიშნავენ მოსამართლეებს. მათივე მოსამართლეები იქ იყვნენ და ამ სასამართლომ თქვა, რომ რა მილიარდ-ნახევარს ითხოვთ ქართველი ხალხისგან, პირიქით, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის 2 მილიონი ლარიო. ამ საკითხსაც ყველანაირად გაურბოდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ, როგორც ჩანს, ეს თანხა უკვე ჩარიცხეს ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან. თაღლითობის ამაზე მეტი აღიარება მე არ გამიგია. დადასტურდა, რომ ეს პროექტი მთლიანად იყო თაღლითობა, რომ სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს. რასაც ისინი ითხოვდნენ, რომ მოგება კომპენსირებული ყოფილიყო ხალხის ფულით და რამდენი წაგება ექნებოდათ, იმდენი ფული უნდა გვემატებინა, ჩვენ უნდა ამოგვეღო ჯიბიდან და მიგვეცა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის, რათა მოგება ჰქონოდათ და დალხენილი ცხოვრება. ეს ყველაფერი წააგო და არ იყო მათი მოთხოვნა სწორი, მილიარდ-ნახევარს ითხოვნდნენ. მოუწიათ აღიარება და ფულის გადახდა. საბოლოო ჯამში, ასევე მოუწევთ ყველაფრის აღიარება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წინა პოსტი

ნამდვილი სვანური კუბდარი

შემდეგი პოსტი

,,ხაზარაძე და ჯაფარიძე უკვე დაეთანხმნენ, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა” – ბექა ძამაშვილი

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

,,ხაზარაძე და ჯაფარიძე უკვე დაეთანხმნენ, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა” – ბექა ძამაშვილი

,,ხაზარაძე და ჯაფარიძე უკვე დაეთანხმნენ, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა” – ბექა ძამაშვილი

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, რომ ეს საშინელი მოვლენა იქნება ყველა წესიერი ადამიანის გამოღვიძების წერტილი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები შესრულდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირმა შეძლებისდაგვარად სწრაფად მისცეს ამ პროცესს შეფასება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება

შალვა პაპუაშვილი: მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები შესრულდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირმა შეძლებისდაგვარად სწრაფად მისცეს ამ პროცესს შეფასება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება