ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი მუშაობისთვის, ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.
მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის.
შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით.
გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა”, – წერს პრემიერ-მინისტრი.
გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
მსგავსი სიახლეები

გიორგი კალანდარიშვილი: კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საარჩევნო კოლეგიის წევრებს მონაწილეობისთვის, აქტიურობისთვის

ირაკლი კობახიძე: ოპტიმისტურად ვუყურებ აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები შეიცვლება ფუნდამენტურად


