ომის დაწყების დღესათან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები დაშვებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის დაცრეგიონის მერია-საკრებულოების შენობებზე.
„მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
მსგავსი სიახლეები

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სამეგრელოში ადმინისტრაციული ორგანების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია


