ვილი სანიოლი: მხოლოდ ერთი მიზანი გვქონდა, საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით

„გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ მახსოვს, თამაშამდე ფეხბურთელებს რა ვუთხარი. უბრალოდ, ვეუბნებოდი – ითამაშეთ დისციპლინირებული ფეხბურთი. ვუთხარი, რომ ისე ეთამაშათ, როგორც 17-18 წლის ასაკში, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ განაცხადა.
მისი თქმით, რთულია გასააზრებლად, „რაც გავაკეთეთ“.
„დღეს ბევრი სიტყვის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ, ვამაყობ ამ ბიჭებით, რომლებმაც საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
არაფერი დასაკარგი არ გვაქვს. უბრალოდ, არ გვინდოდა, სიამოვნება არ მიგვეღო. ესპანეთი და პორტუგალია რომ ხარ, ყველა თქვენგან მოგებას ელის, ჩვენ კი ასეთ წნეხი არ გვქონდა. გვქონდა მხოლოდ ერთი მიზანი – საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო წლებში უდიდესი სამუშაო შეასრულა და შედეგებიც სახეზეა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მოიგონ, არამედ, ლამაზად მოიგონ. შესაძლოა, სათადარიგოთა სკამი არ არის გამორჩეული, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით ისინი გამორჩეულები არიან და მათით ვამაყობ.
მარტში მაქსიმუმი გავაკეთეთ, როდესაც ევრო 2024-ზე გავედით. კიტეიშვილმა დღეს როგორი მატჩიც ჩაატარა, ნახეთ. მის კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ტოპ-5 ლიგის გუნდში უნდა თამაშობდეს“, – აღნიშნა ვილი სანიოლიმ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სწორი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა


