ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა.
„მე გადავწყვიტე დაგიბრუნოთ თქვენი საპარლამენტო მომავლის არჩევანი”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს გაიმართება.
„ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული, მძიმე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობის აქტი“, – დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები

მერიებმა და გუბერნატორის ადმინისტრაციამ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ მემორანდუმი გააფორმა

პარლამენტის წევრებმა და მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდულ პრიორიტეტბზე და საჭიროებებზე შეხვედრები გამართეს


