შალვა პაპუაშვილი: ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ასევე განვიხილეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.
როგორც პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
„გულწრფელი საუბარი მქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან. ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე, განვიხილეთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
მსგავსი სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა თუ ძალა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი

შალვა პაპუაშვილი: ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დასრულებულა, ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს ერთი სანტიმეტრი მაინც იქნება ოკუპირებული


